განქორწინება

[ 2011-05-27 ]

ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება. განქორწინებას ხდება როგორც სასამართლო ასევე სამოქალაქო რეესტრის მეშვეობით. განქორწინების დროს მეუღლეებს შორის  დავის არსებობის შემთხვევაში ისინი (ან ერთ–ერთი)  მიმართავენ სასამართლოს და სასამართლოს გზით ხდება მათი ქორწინების შეწყვეტა, ხოლო დავის არ არსებობის შემთხვევაში, მეუღლეები მიმართავენ  სამოქალაქო რეესტრისსააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, სადაც შეტანილი განცხადების საფუძველზე ადასტურებენ ურთიერთთანხმობას. ასეთ შემთხვევაში განქორწინება ხდება განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის გასვლისთანავე.

არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევსლიდან სამი წლის განმავლობაში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურშიარ ხდება განქორწინების დარეგისტრირება და მხარეს ჰგონია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა საკმარისია, რათა იგი ჩაითვალოს  განქორწინებულად. ასეთი წარმოდგენა  მცდარია, ვინაიდან ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მხარე კარგავს უფლებას მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილების რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრში. შესაბამისად იგი კვლას რჩება ქორწინებაში და თუ სურს განქორწინება კვლავ უნდა გაიაროს ზემოაღნიშნული პროცედურები. 

      რუსო პატიაშვილი


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge