ალიმენტი

[ 2011-05-31 ]

განქორწინებულ მშობლებს შორის ხშირად წარმოიქმნება დავა შვილებისათვის  ალიმენტის გადახდის შესახებ. მშობლები  ვალდებულნი არიან იზრუნონ და არჩინონ თავისი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე  შრომისუუნაროსრულწლოვანი შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, იმის მიუხედავად, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობენ ისინი. ასეთი ვალდებულება მათ ეკისრებათ, როგორც ქორწინების პერიოდში, აგრეთვე განქორწინების შემდეგაც.

ალიმენტის ოდენობას  მშობლები  განსაზღვრავენ ურთიერთშეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა, ალიმენტის ოდენობას, თითოეული მეუღლის, აგრეთვე ბავშვის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასამართლო.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან  და არა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. მშობელს შეუძლია მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება, როგორც მომავალი, აგრეთვე წარსული პერიოდისათვისაც, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა. გასათვალისწინებელია, რომ წარსული დროისთვის ალიმენტის დაკისრება იმ შეთხვევშია შესაძლებელი, თუ მეუღლის მიერ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად,  მაგრამმეორე მეუღლის თავის არიდების გამო ალიმენტი არ იქნა მიღებული.

ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, ერთ–ერთი მხარის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.

   რუსო პატიაშვილი


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge