დეკრეტული შვებულება (საჯარო მოსამსახურე)

[ 2012-04-13 ]

საჯარო მოსამსახურის (პიროვნება, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში) ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 231/ნბრძანების საფუძველზე.

მოსამსახურეს ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა შეუძლია 477 კალენდარული დღის განმავლობაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 პრიმა მუხლის შესაბამისად ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულების 126 დღე ანაზღაურებადია, მშობიარობის გართულების ან ტყუპის დაბადების შემთხვევაში კი  ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. შვებულებით გათვალიწინებული დღეების გადანაწილება მოსამსახურეს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით მოსამსახურეს ეძლევა კანონმდებლობით დადგენილი დახმარება, რომლის გაანგარიშებაც ხდება მოსამსახურის შვებულებაში გასვლის წინა თვის ხელფასის გათვალისწინებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 600 ლარისა. მოსამსახურეს აგრეთვე შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია,რ ომელსაც ანაზღაურებს დაწესებულება შესაბამისი ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.

ორსულობის პერიოდში,  სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზეზით სამუშაო საათების გაცდენის შემთხვევაში, გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საუძველზე  მოსამსახურეს სამუშაო საათები ეთვლება საპატიოდ და უნარჩუნდება ხელფასი.

  რუსო პატიაშვილ


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge