ცოლის თანხმობის გარეშე შეიძლება ვერ განქორწინდე

[ 2012-04-13 ]

მამაკაცების უმრავლლესობას აქვს მცდარი წარმოდგენა, რომ განქორწინებაზე ცოლის უარის თქმის შემთხვევაში, იგი მიმართავს სასამართლოს და ამ გზით მოახდენს განქორწინებას.

მოგახსენებთ, რომ არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლის დროსაც ცოლის თანხმობის გარეშექმარს უფლება არ აქვს აღძრას საქმე სასამართლოში განქორწინებაზე.

ასეთ გარემოებებს წარმოადგენს:

1.     ცოლის ორსულობის ფაქტი;

2.     ერთ წლამდე ასაკის ბავშვის ყოლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ცოლი არის ორსულად ან მეუღლეებს ჰყავთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, ქმარს ცოლის თანხმობის გარეშე უფლება არ აქვს აღძრას საქმე სასამართლოში განქორწინებაზე.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცოლმა აღნიშნული გარემოებები შეიძლება თავის სასიკეთოდ გამიყენოს და რამდენიმე წლის განმავლობაში მეუღლეს მასთან განქორწინების საშუალება არ მისცეს.


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge