სასამართლო მედიაცია

[ 2016-07-06 ]

საქართველოს სამოქალაქოსაპროცესო კანონმდებლობას 2011 წელს დაემატა სასამართლო მედიაციის ინსტიტუტი, რომელიც კლასიკური მედიაციის ერთგვარი სახეცვლილებაა. მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ხშირად იწოდება, როგორც „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა“ და მის ძირითად არსს წაროადგენს მხარეთა ნებაყოფლობითობა. იგი მოლაპარაკების პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი - მედიატორი ეხმარება მხარეებს დავის შეთანხმებით დასრულებაში.  სასამართლო მედიაციით კი მხარეთა ნებაყოფლობითობა ერთგვარად იზღუდება სასამართლოს უფლებით, რომლითაც მას შეუძლია დაავალდებულოს მხარეები გამოიყენოს იგი სასამართლოში საქმის განხილვამდე.

როგორც ვახსენეთ სასამართლოს უფლება აქვს საქმე მედიატორს გადასცეს, თუმცა მხარეებს არ აქვთ უფლება გაასაჩივრონ სასამართლოს განჩინება და ვალდებულნი არიან სცადონ მედიაცია. ამასთანავე სასამართლოც ერთგვარად შეზღუდულია, მას არ აქვს უფლება ყველა სახის დავა გადასცეს მედიატორს. სამოქალაო საპროცესო კოდექსში ზუსტადაა ფორმულირებული დავები, რომლებიც სასამართლო მედიაციასაა დაქვემდებარებული, კერძოდ მოსამართლეს უფლება აქვს მხარეები დაავალდებულოს მედიაციის გამოყენებისთვის შემდეგი სახის დავების დროს :

ა) საოჯახო სამართლებრივი დავები, გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა;

ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივი დავები

გ) სამეზობლო სამართლებრივი დავები

მხარეების თანხმობის შემთხვევაში კი სასამართლოს შეუძლია ნებისმიერი საქმე გადასცეს მედიატორს, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

ვინ არის მედიატორი ?

მედიატორი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შეასრულებს მედიატორის როლს მხარეთა მოლეპარაკების პროცესში. იგი მედიაციის პროცესის დროს წარმოადგენს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ პირს, რომელიც მხარეებს ეხმარება დავის შეთანხმებით გადაწყვეტაში. მხარეები მისი დახმარებით თავად მიდიან შედეგამდე, ასე რომ მედიატორი არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას. მედიატორს დავასთან არ უნდა აკავშირებდეს პირადი ინტერესი, კერძოდ ის არ უნდა იყოს:

ა)  მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავი;

ბ) საქმეში არ უნდა წარმოადგენდეს მხარეს ან არ უნდა აკავშირებდეს ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები;

გ) არ უნდაქ ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად, მედიატორად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ არ უნდა იყოს დაინტერესებული საქმის შედეგით, არ უნდა იყოს სხვა ისეთი გარემოებაც, რომელიც ეჭვს გამოიწვევს მის მიუკერძოებლოში.

ზემოხსენებული გარემოებებიდან თუ ერთ-ერთი მაინც იქნება სახეზე უნდა მოხდეს მედიატორის აცილება, ანუ მისი სხვა მედიატორით შეცვლა.

სასამართლო მედიაციის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი პროცესი დროში  არ ჭიანურდება და მხარეებს შეუძლიათ უფრო სწრაფად მიაღწიონ საბოლოო შედეგვს, ვიდრე ამას სასამართლოში შეძლებდნენ. მედიაციის ვადა შეადგენს 45 დღეს, ამ ვადის განმავლობაში მედიატორმა მხარეებთან უნდა გამართოს არანაკლებ 2 შეხვედრა. თუ მხარეებს სურილი ექნებათ და შეთანხმდებიან ვადის გაგრძელებაზე, მათ უფლება აქვთ იგი გააგრძელონ კიდევ 45 დღე.

მხარეებს აკისრიათ ვალდებულება გამოცხადნენ მედიატორის მიერ დანიშნულ დროსა და ადგილას. თუ პირი არ გამოცხადდება არასაპტიო მიზეზით მასზე გავრცელდება დამსჯელი ღონისძიებები, კერძოდ სასამართლო ხარჯების სრულად დაფარვა და ჯარიმა - 150 ლარის ოდენობით. თუ სამედიაციო დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება ჯარიმის გადახდა მხარეს აღარ ევალება. იმ შემთხვევაში, თუ   მხარეები მედიაციისას ვერ შეთანხმდნენ და დავა გადაინაცვლეს სასამართლოში, სადაც ისინი შემდეგ მორიდგნენ, მედიაციაში გამოცხადებელ მხარეზე არ გავვრცელდება დამსჯელი ღონისძიება.

სასამართლო მედიაციის დროს მოქმედებს კონფიდენციალობის პრინციპი, კერძოდ როგორც მედიატორს, ისე მხარეს თუ მხარის წარმომადგენელს არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რაც მათთვის სასამართლო მედიაციის პროცესში გახდა ცნობილი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მედიატორისთვის ცნობილ ინფორმაციაში იგულისხმება ნებისმიერი ინფორმაცია, ხოლო მხარის ან მისი წარმომადგენლისთვის ცნობილ ინფორმაციაში, ისეთი, რომელიც კონფიდენციალურობის პირობით გახდა მათთვის ცნობილი.

რაშედეგიმოყვებასასამართლომედიაციისდასრულებას?

თუსასამართლომედიაციისათვისკანონითდადგენილვადაში, დავამხარეთაშეთანხმებითდასრულდა, სასამართლომხარისშუამდგომლობის (განცხადების) საფუძველზეგამოიტანსგანჩინებასმხარეთამორიგებისდამტკიცებისშესახებ. ესგანჩინებასაბოლოოადაარგასაჩივრდება. სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, თუ მხარეები არ აღასრულებენ განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებებს.

იმ შემთხვევაში, თუ დავას მხარეები შეთანხმებით ვერ დაასრულებენ, მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სარჩელი საერთო წესებით, ანუ ჩვეულებრივად სასამართლოში, ყოველგვარი სასამართლო მედიაციის გარეშე.

ესეთია სასამართლო მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში. მას, ისევე როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის სხვა საშუალებებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის არსებული უთანხმოების მოსაწესრიგებლად. ასე რომ უმჯობესია, თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს, საქმის სასამართლოში აღძვრამდე მივამრთოთ სასამართლო მედიაციას და ვეცადოთ დავის მშვიდობიანად შეთანხმებით გადაწყვეტას.


           ნინო ჭოხონელიძე

"იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე"


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge