მომხმარებლის უფლებები ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურებით სარგებლობისას

[ 2012-04-13 ]

“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 342 მუხლის შესაბამისად ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ და გასცეს ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება გაცვლილი ვალუტის ოდენობა, გაცვლის კურსი, გაცვლის ოპერაციის დრო და მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განხორციელებული ოპერაციის   გაუქმება:

  • ამ ოპერაციის განხორციელებისთანავე (ყოველგავრი საფუძვლისა და მიზეზეის გარეშე);
  •  ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ტერიტორიის დატოვებამდე (ყოველგავრი საფუძვლისა და მიზეზეის გარეშე);
  • მომსახურების განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ  ვალუტის გადამცვლელი პუნქტი  მომხმარებელს არ მიაწოდებს სრულ ინფორმაციას ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ, აგრეთვე არ გასცემს ვალუტის გაცვლის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც მითითებული იქნება გაცვლილი ვალუტის ოდენობა, გაცვლის კურსი, გაცვლის ოპერაციის დრო და მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში მხარეები ვალუტის გაცვლის კურსის ცვალებადობის მიუხედავად ერთმანეთს უბრუნებენ გადაცემულ თანხას და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თანხის დაბრუნება დასაშვებია იმავე ვალუტის სხვა ნომინალის ბანკნოტებითა და მონეტებით. 

რუსო პატიაშვილი


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge