დეკრეტული შვებულება

[ 2012-04-13 ]

დამსაქმებელსა (კერძო სამართლის სუბიექტი) და დასაქმებულს შორის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში გასვლისა და ანაზღაურების წესს არეგულირებს “საქართველოს შრომის კოდექსი” საქართველს ორგანული კანონი, და საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 231/ბრძანებით დამტკიცებული «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ხალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი».

 საქართველოს შრომის კოდექსის  27–ე მუხლის შესაბამისად დასაქმებულს დეკრეტული შვებულებით სარგებლობა შეუძლია 477 კალენდარული დღის განმავლობაში, საიდანაც 126 დღე არის ანაზღაურებადი, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შეძენის შემთხვევაში კი ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. დასაქმებულს შვებულებით გათვალისწინებული დღეების გადანაწილება შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ, როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების საფუძველს, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

 ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანხა გაიცემა არაუმეტეს 600 ლარისა.

დამსაქმებელი და დასაქმებული აგრეთვე შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზეც.

 საჯარო მოხელის მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში გასვლის წესს არეგულირებს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი გვექნება შემდეგ პუბლიკაციაში.

 

რუბრიკის ხელმძღვანელი

  რუსო პატიაშვილი


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge