კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა

[ 2012-10-26 ]

 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მემკვიდრეობის ორი სახეკანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. შესაბამისად არსებობენ კანონით მემკვიდრეები და ანდერძით მემკვიდრეები.თუმცა შესაძლოა ერთიდაიგივე პირი იყოს როგორც კანონით,ამავდროულად ანდერძით მემკვიდრეც.

    კანონით მემკვიდრეობის დროს, დაწესებულია რიგითობა,რომლის მიხედვითაც გადაეცემათ ქონება მემკვიდრეებს.საყურადღებოა შემდეგი:თუკი,მაგალითად პირველი რიგის მემკვიდრეთაგან არცერთი არ არის ცოცხალი,მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმოეშვებათ მეორე რიგის მემკვიდრეებს კანონით მემკვიდრეობის მიღების უფლება;თუ მეორე რიგის მემკვიდრეთაგანაც არცერთი არ არის ცოცხალი,ეს უფლება გადადის მესამე რიგის მემკვიდრეებზე და .. ანუ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

    არსებობს ხუთი რიგი კანონით მემკვიდრეობის დროს:

    პირველი რიგის მემკვიდრეები არიანგარდაცვლილის შვილები,გარდაცვლილის შვილი,რომელიც  მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები),(მხოლოდ ამ წინადადებაში აღნიშნულ მემკვიდრეებზე და მეორე რიგის მემკვიდრეებზე ვრცელდება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები,კერძოდ საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებულია მათ შორის ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;)

    ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავის მემკვიდრეები,გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან.ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების,ასევე დების და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

    შვილიშვილები, შვილიშვილების შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან,თუ  სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს,რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

    შვილიშვილები, შვილიშვილების შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები,თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.მშვილებელი,და მისი ნათესავები როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები,გათანაბრებულები არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან.ნაშვილების მშობლებს,აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლობების გარდაცვალების შემდეგ.

    მეორე რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის დები და ძმები.დისწულები და ძმისწულები მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლებიან მემკვიდრეებად,თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი,რომელიც მემკვიდრე უნდა ყოფილიყო.მშობლების წილს ისინი თანაბრად იყოფენ.

  მესამე რიგის მემკვიდრეები არიან ბებია და პაპა,ბებიის დედა-მამა და პაპის დედ-მამა როგორც დედის,ისე მამის მხრიდან.ბებიის დედა-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან იმ შემთხვევაში,თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.

    მეოთხე რიგის მემკვიდრეები არიან ბიძები(დედის ძმა და მამის ძმა),დეიდები და მამიდები.

    მეხუთე რიგის მემკვიდრეები არიანბიძაშვილები,დეიდაშვილები და მამიდაშვილები,ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან,მაშინ მათი შვილები.

    ასევე საყურადღეობა, რომ არაშრომისუნარიან პირებს უფლება აქვთ მოითხოვონ ალიმენტი სამკვიდროდან იმ შემთხვევაში,თუ ისინი მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ

       მემკვიდრეობის საკითხები ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში:

 •         განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება მემკვიდრეები იყვნენ ერთმანეთის გარდაცვალების შემდეგ.

•          განქორწინებისას სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლებათუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

•          ცოცხლად დარჩენილი მეუღლე დაკარგავს მემკვიდრეობის უფლებას,თუ არსებობდა ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი და მამკვიდრებლის მიერ სარჩელი წარდგენილი იყო.

  მემკვიდრეობა ანდერძით:

  მემკვიდრეობა ანდერძით დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია.ეს ის შემთხვევაა,როდესაც საღ გონებაზე მყოფი სრულწლოვანი,ქმედუნარიანი ფიზიკური პირი თავად ადგენს ანდერძს ერთპიროვნულად და განსაზღვრავს მემკვიდრეებს.ანდერძი შესაძლოა იყოს ან მთელ ქონებაზე შედგენილი,ან მხოლოდ ნაწილზე.ძირითადად,ანდერძში კონკრეტულად არის გაწერილი,თუ რომელ მემკვიდრეს რა ქონება გადაეცემა.ამ ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში კი ხდება ქონების განაწილება თანაბრად.

           ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა წრიდან,ისე გარეშე პირებსაც.

  მოანდერძე უნდა იყოს სრულწლოვანი,ქმედუნარიანი პირი,რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება.ანდერძი მან უნდა შეადგინოს პირადად.

           ანდერძი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას,დაუშვებელია ერთობლივი ანდერძი.მხოლოდ მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ,რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით,მაგრამჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში.

  მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად მიუთითოს ანდერძში,თუ რომელ მემკვიდრეს კონკრეტულად რომელი ქონება უნდა გადაეცეს.თუ არ არსებობს მსგავსი მითითება,მაშინ ქონება ნაწილდება თანაბრად.შესაძლოა ანდერძში მხოლოდ ერთი პირის წილი იყოს განსაზღვრულიამ შემთხვევაში მას გადაეცემა კუთვნილი წილი, ხოლო დანარჩენები თანაბრად მიიღებენ დარჩენილ ქონებას.

  შესაძლოა სახეზე იყოს ისეთი შემთხვევაც,როდესაც ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული და ერთ-ერთი მათგანისთვის განსაზღვრული ქონება მთელ სამკვიდროს მოიცავს.ამ შემთხვევაში ყველა ანდერძით მემკვიდრე თანაბარ წილს მიიღებს.

  თუ ანდერძში არ არისGგათვალისწინებული მთელი სამკვიდრო,მაშინ ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე განხორციელდება კანონით მემკვიდრეობა.რიგითობა დაცული უნდა იქნას ნებისმიერ შემთხვევაში,მათ შორის იმ კანონით მემკვიდრეებზეც,რომლებსაც ანდერძით უკვე გადაეცათ ქონების ნაწილი.

  თუ არიან მხოლოდ ანდერძით დანიშნული მემკვიდრეები,მაშინ მათი წილი თანაზომიერად გაიზრდება,თუკი თითოეულ მემკვიდრეს ანდერძით განსაზღვრული აქვს თავთავიანთი წილი,მაგრამ ყველას წილი არ ამოწურავს სამკვიდროს მთლიანად.

  მოანდერძეს არ შეუძლია ანდერძით დაავალოს სხვა პირს იმის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა მიიღოს წილი სამკვიდროდან და რა რაოდენობით.

  იმ შემთხვევაში,თუ მამკვიდრებელმა მემკვიდრის პიროვნება განსაზღვრა ისეთი ნიშნებით,რომლებიც რამდენიმე პირს შეიძლება მიუდგეს,და შეუძლებელია დადგენა,თუ რომელი ჰყავდა მხედველობაში მამკვიდრებელსმაშინ ისინი ყველანი ჩაითვლებიან მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით.

  მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ,რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე.პირი რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა,ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა,ასევე მაშინაც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.

  კანონით მემკვიდრეები,რომლებიც მითითებულნი არ არიან ანდერძში,ინარჩუნებენ მემკვიდრეობის უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე,რომელსაც ანდერძი არ შეხებია;ისინი აგრეთვე მიიღებენ ანდერძით გათვალისწინებულ ქონებასაც,თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ცოცხლები არ არიან ანდერძით მემკვიდრეები,ან ყველა მათგანმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.

თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge