კრედიტის უკანონოდ მიღება (გთხოვთ გაითვალისწინოთ)

[ 2012-08-29 ]

შეიძლება ან თქვენ მიგიმართავთ სხვისთვის (ნაცნობი მეგობარი და ა.შ) ან თქვენთვის მოუმართავთ სხვას თხოვნით: ბანკიდან კრედიტის აღება მინდა და იქნებ სამსახურის შესახებ ცნობა მომცეო.

 ან შეიძლება ფიქრობთ აღებეულ სესხს არამიზნობრივად გამოიყენებო.

ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა თუ რომელ ადგილზე დგახართ და რას აპირებთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ სისიხლის სამართლის კოდექსის 208 მუხლი.

 მუხლი 208. კრედიტის უკანონოდ მიღება (28.04.2006. N2937)

1. ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,-

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,-

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge