შვებულება

[ 2012-06-01 ]

როგორც ჩანს, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური გახდა შვებულების თემა. ხშირად მოგვმართავენ კითხვით და ინტერესედებიან, თუ რამდენი დღის განმავლობაში არის შესაძლებელი შვებულებით სარგებლობა, როდიდან წარმოიშვება შვებულებით სარგებლობის უფლება და სხვა.

            გადავწყვიტეთ მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ  როგორ რეგულირდება შვებულებასთან დკავაშირებული ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შვებულების საკითხს, იმისდა მიხედვით თუ სად მუშაობს სუბიექტი, არეგურიებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი.

            მოსამსახურეს (პიროვნება, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება მიეცემა 30 კალენდარული დღის ოდენობით, რომლის გამოყენებაც მას ნაწილ-ნაწილ შეუძლია, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის უფლება მას აქვს არა უმეტეს 1 წლისა.

            დასაქმებულს (კერძო სამართლის სუბიექტში მომუშავე პიროვნება) შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვება მუშაობის დაწყებიდან თერთმეტი თვის შემდეგ, მხარეთა შეთანხმებითმას შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.დასაქმებულს წელიწადის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა შეუძლია არანაკლებ 24 სამუშაო დღისა, ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობა კი შეუძლია არანაკლებ 15   კალენდარული დღისა. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

            კერძო სამართლის სუბიექტში დასაქმებული პირის შრომითი ხელშეკრულები შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას, კერძოდ ზემოაღნიშნულ ვადებს.

 რუსო პატიაშვილი


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge