ნიშნობა

[ 2011-05-25 ]

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) არ წარმოშობს შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის განხორციელდა ნიშნობა, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო, რომელიმე მხარე უარს აცხადებს ქორწინებაზე, ის ფაქტი რომ მხარეები დანიშნულნი არიან არ ავალდებულებს რომელიმე მათგანს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ დაქორწინდეს. შესაბამისად, ქორწინებაზე უარის თქმა არ შეიძლება მეორე მხარის მიერ იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველიგახდეს.

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საჩუქრების ბედზე, რომელიც მხერეების მიერ გადაცემული იქნა ერთმანეთისათვის ნიშნობის დროს, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო მხარრები არ დაქორწინდნენ. ასეთ შემთხვევაში თითოეული მხარე ვალდებულია დააბრუნოს ის საჩუქარი რაც მან ნიშნობის დროს მიიღო.

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოში დავის შემთხვევაში, საკმაოდ ძნელია იმის მტკიცება თუ რა საჩუქარი გადასცა თითოეულმა მხარემ, როდესაც ნიშნობის ცერემონია არ არის დაფიქსირებული ვიდეო ან ფოტო ფირზე, ან მახრე არ ადასტურებს საჩუქრის მიღების ფაქტს, ან სხვა რაიმე დოკუმენტალური მტკიცებულებით არ დასტურდება დასაჩუქრების ფაქტი.

რუსო პატიაშვილი

 

 


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge