17 წლის მძღოლს ენიჭება „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 17 წლის ასაკს მიღწეული პირი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 17 წლის მძღოლს ენიჭება „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვებით) და გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა, რომელიც მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 17 წლის ასაკს მიღწეული პირის დაშვებისათვის სავალდებულოა ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა.

 17 წლის ასაკს მიღწეული პირს, რომელსაც აქვს „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ეკრძალება:

ა) მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;

           ბ) შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად მუშაობა. 


2017-07-25
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის სასჯელი მკაცრდება

2016-06-17
ვებ გვერდს პუბლიკაციებში დაემატა სტატია დაუსრებელი გადაწყვეტილების შესახებ

2016-06-06
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ ხდება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება

2016-06-02
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ და რა შემთხვევაში ხდება სახელისა ან/და გვარის შეცვლა.

2016-05-18
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა ნინო ჭოხონელიძის სტატია სავალდებულო წილთან დაკავშირებით.

სიახლეების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge