ნარჩენების მართვის კოდექსი

მოგახსენებთ, რომ 2015 წლის 15 იანვრიდან ძალაშია „ნარჩენების მართვის კოდექსი“. კოდექსის მიხედვით, ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი, 5 000 ლარით განისაზღვრა. კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ენერგიის აღდგენასა და მათ უსაფრთხო განთავსებას. „ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში.
კოდექსი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს. სიახლეა ისა, რომ დადგინდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. კოდექსის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, რომ ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება უზრუნველყოს თავისი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება.
პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფართომასშტაბიან კამპანიას "ნაგვის ჩაყრა მარტივია იზრუნე გარემოზე" ახორციელებს.
"ნარჩენების მართვის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობისას მიმდინარეობდა აქტიური საჯარო განხილვები ბიზნეს და სამოქალაქო სექტორთან. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის ფარგლებში, ჩართულია საჯარო, ბიზნეს, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით რამდენიმე პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ინტერაქტიული რუკა შექმნა, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ლოკაციებია მონიშნული. "ნაგვის ჩაყრა მარტივია იზრუნე გარემოზე" - კამპანიაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისათვის მინდინარეობს ასევე ონლაინ პიარ კამპანია. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური „ფეისბუქგვერდი“.
გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენები დიდ საფრთხეს უქმნის. ყოველდღიურად ბინძურდება მდინარეები, ტყეები, ხევები, ქუჩები… ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი მოსახლეობის დაუდევრობა, ცნობიერებისა და გარემოსდაცვითი კულტურის დაბალი დონეა.
სამინისტრო აქტიურად თანამშორმლობს კერძო სექტორთან იმ მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს კეძო სექტორის ჩართულობას ნარჩენების მართვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში. მხარეები პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმდენენ, რომ 2015 წლიდან ეტაპობრივად მოხდება პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება.
"იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“ და მისი გუნდი მიესალმება ამ ინიციატივას, მივიჩნევთ რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია.


სოფიო ჩხიკვაძე


2017-07-25
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის სასჯელი მკაცრდება

2016-06-17
ვებ გვერდს პუბლიკაციებში დაემატა სტატია დაუსრებელი გადაწყვეტილების შესახებ

2016-06-06
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ ხდება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება

2016-06-02
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ და რა შემთხვევაში ხდება სახელისა ან/და გვარის შეცვლა.

2016-05-18
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა ნინო ჭოხონელიძის სტატია სავალდებულო წილთან დაკავშირებით.

სიახლეების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge