დეკრეტული შვებულების ვადა იზრდება

2014 წლის 01 იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს  „შრომის კოდექს“-ში, შეტანილი ცვლილებები,  რომლთა მიხედვითაც დასაქმებულს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ნაცვლად 730 კალენდარული დღის ოდენობით. რაც შეეხება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღურებადი დღეებისს რაოდენობას, ნაცვლად 126 დღისა განისაზღვრება 183 კალენდარული დღით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპი შობის შემთხვევაში, 140 დღის ნაცვლად - 200 კალენდარული დღით.  
ცვლილებები შეეხება იმ პირსაც, რომლებმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ასეთ პირს თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო მიეცემა შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. 
ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული იქნა  საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს „შრომის კოდექსი“-ს 29-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: “ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.“
ამავე კოდექსის 54-ე მუხლის, მე-9 პუნქტი, კი განსაზღვრავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს „შრომის კოდექსი“-ს 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 28-ე და 29-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით. 
კიდევ ერთხელ გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის 2014 წლის 1 იანვრიდან.

ავტორი: ხატია ტვილდიანი




2017-07-25
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის სასჯელი მკაცრდება

2016-06-17
ვებ გვერდს პუბლიკაციებში დაემატა სტატია დაუსრებელი გადაწყვეტილების შესახებ

2016-06-06
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ ხდება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება

2016-06-02
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ და რა შემთხვევაში ხდება სახელისა ან/და გვარის შეცვლა.

2016-05-18
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა ნინო ჭოხონელიძის სტატია სავალდებულო წილთან დაკავშირებით.

სიახლეების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge