საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამკვიდროს  მიღების ვადის  გაგრძელების  საკითხთან დაკავშირებით (საქმე#177-167-2011)

 აღნიშნული სამოქალაქო საქმე ეხებოდა სარჩელსრომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას იმ საფუძვლითმან კანონით დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ მიიღო სამკვიდრო.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნარომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის გარკვევათუ რომელი ვადის გაშვების საპატიოობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1424- მუხლზერომლის თანახმად,სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1421- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სამკვიდრო მიღებულად ითვლება სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის ან ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაშიხოლო ამავე კოდექსის1426- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომთუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმის დასადგენად, საპატიო მიზეზით გადააცილა თუ  არა მხარემ კანონით დადგენილ ვადას,უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ  დროში სანოტარო  ორგანოსთვის  მიმართვის ან  ქონების დაუფლების შეუძლებლობის  ფაქტიარამედ  იმ  ვადის  საპატიოობაცრომლითაც მან  გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას.

 ინფორმაციის წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი


2017-07-25
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის სასჯელი მკაცრდება

2016-06-17
ვებ გვერდს პუბლიკაციებში დაემატა სტატია დაუსრებელი გადაწყვეტილების შესახებ

2016-06-06
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ ხდება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება

2016-06-02
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ და რა შემთხვევაში ხდება სახელისა ან/და გვარის შეცვლა.

2016-05-18
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა ნინო ჭოხონელიძის სტატია სავალდებულო წილთან დაკავშირებით.

სიახლეების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge